25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს საცხოვრებელ უბანს დრონით დაარტყეს — არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს საცხოვრებელ უბანზე უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 15 დაშავდა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაიღუპა,“_ აცხადებს  ივან ფედოროვი.

საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვისაც მუშაობენ სასწრაფო დახმარების, სამაშველო და სხვა შესაბამისი ოპერატიული სამსახურები.

banner
წინა სტატიაშისკოლებში ახალი სახელმძღვანელოები 2028-2029 სასწავლო წლამდე ეტაპობრივად დაინერგება – კანონპროექტი
შემდეგი სტატიარომის პაპი ესპანეთის პარლამენტში: მსოფლიო ღრმა სულიერ და კულტურულ კრიზისს განიცდის