21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში თავდასხმები განახორციელეს

უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში თავდასხმები განახორციელეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა.

უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ფედოროვის თქმით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში შვიდი დარტყმა განახორციელეს.

ამასთან, მოგვიანებით, რუსები ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ ვიქტოროვკაში დრონით ავტომობილს დაარტყეს, რის შედეგადაც ორი მამაკაცი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: რუსეთი ყველაზე რთულ პირობებშიც კი არ დაიხევს უკან
შემდეგი სტატიასაქართველოსა და უზბეკეთს შორის სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა