რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ავტოსადგომი დღეს უკვე მეორედ დაბომბეს. შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს. ამ ეტაპზე მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.








