რუსულმა ძალებმა ზაპორიჟიეზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

რუსულმა ძალებმა დღეს ზაპოროჟიეზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ.

„დღეს დილით მტერმა ზაპოროჟიეს დაარტყა. ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა წარმატებით იმუშავეს. რაკეტა საოლქო ცენტრთან ახლოს მდებარე დასახლებაში ინფრასტრუქტურის ობიექტის თავზე აფეთქდა. ობიექტი ძლიერ დაზიანდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველის მოადგილე – რამდენადაც ვიცი, პატიმრობამისჯილი პირის მიმართ თავდებობასთან დაკავშირებით იურიდიული შესაძლებლობა არ არსებობს
შემდეგი სტატიაბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა