26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

რუსულმა ძალებმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში ქალაქ კრივი-რიჰზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში ქალაქ კრივი-რიჰზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა.

დნეპროპეტროვსკის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ განჟას განცხადებით, თავდასხმის შედეგად სამრეწველო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ერთი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

თავდასხმის შედეგად ხანძარი რამდენიმე ადგილას გაჩნდა, თუმცა მაშველებმა ყველა ხანძარი ჩააქრეს. დაზიანდა შენობები, ექსკავატორი და მსუბუქი ავტომობილი.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს წევრებად დავით ქართველიშვილი და გია მურღულია აირჩია
შემდეგი სტატიაოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას მარატ კამბოლოვი შეასრულებს