რუსულმა ძალებმა უკრაინას 200-ზე მეტი დრონით შეუტიეს – უკრაინული მხარე

რუსულმა ძალებმა უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის 214 დრონით შეუტიეს. უკრაინულმა ძალებმა კი, 114 დრონი ჩამოაგდეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით იტყობინება.

ამავე ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზარალდა ოდესის, ხმელნიცკის, სუმის და კიევის რეგიონები. 81 დრონი ლოკაციურად დაიკარგა.

დრონები გაუშვეს რუსეთის ქალაქების კურსკის, ბრიანსკის, მილეროვოს და პრიმორსკო-ახტარსკის მიმართულებიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდანაც.

რუსეთის საოკუპაციო ძალების საჰაერო იერიში უკრაინის საჰაერო ძალებმა და მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა მოიგერიეს.

banner
წინა სტატიაშიშსს: ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალის ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა