რუსულმა ძალებმა სლავიანსკი დაბომბეს, ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი

რუსმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სლავიანსკი დაბომბეს, ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი, არიან დაშავებულები, – ამის შესახებ სლავიანსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ლიახი „ტელეგრამზე“ იუწყება.

„სამწუხაროდ, სლავიანსკი კვლავ დაიბომბა. ოთხი აფეთქება. ბევრი სახლი დაზიანდა, ხალხი ნანგრევებშია, მათი რიცხვი 300-მდეა. საბედნიეროდ, ამ დროისთვის მსხვერპლი არ არის“, – განაცხადა ლიახმა ვიდეომიმართვაში.

მან შემთხვევის ადგილიდან ვიდეო და ფოტო მასალა გაავრცელა.

ქალაქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მსხვერპლის შესახებ მონაცემები და ნგრევის მოცულობა ზუსტდება.

banner
წინა სტატიაშიყველა სამართლებრივ ნიუანსზე საგამოძიებო ორგანოსთან ვისაუბრებ, ვატო წერეთლის მხრიდან უბინძურესი პროვოკაცია განხორციელდა, რაც სავარაუდოდ, დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს – ოხანაშვილი
შემდეგი სტატიაუკრაინამ 45 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა