ქალაქი მიკოლაევი რუსული ძალების მიერ ხერსონის ტერიტორიიდან 3 ერთეული რაკეტით დაიბომბა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.
„ქალაქი მიკოლაევი ხერსონის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიიდან 3 ერთეული რაკეტით ისევ დაიბომბა. რაკეტები ქალაქის საწარმოო და სოციალური ინფრასტრუქტურის შენობებს მოხვდა. დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, დეტალები ზუსტდება“, – წერს ქალაქ ოდესის საბჭო „ტელეგრამის“ გვერდზე.
ამასთან, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესის რეგიონში გაშვებული კიდევ ორი რაკეტა წარმატებით ჩამოაგდეს. მედიის ცნობით, 23 ივნისს დილით, ქალაქ მიკოლაევში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა.