2 აგვისტოს დილას რუსულმა ძალებმა ნიკოლაევში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებაზე დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც შენობა და ავტომობილები დაზიანდა. „უკრინფორმის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
„რუსული ჯარები ნიკოლაევის ოლქში ღამისა და დილის ტერორისტულ კამპანიას განაგრძობენ. ამჯერად, რუსულმა არმიამ სამიზნედ ნიკოლაევის სამოქალაქო საგანმანათლებლო დაწესებულება ამოიღო“, — ნათქვამია განცხადებაში.
დარტყმისა და რუსული საბრძოლო მასალების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, სკოლის ეზოში ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. დაზიანდა სკოლის შენობა და ახლოს პარკირებული ავტომობილები.

















