რუსულმა ძალებმა მიკოლაივი დაბომბეს, ქალაქში „კომენდანტის საათი“ დაწესდა

რუსულმა ძალებმა ქალაქი მიკოლაივი დაბომბეს, რის გამოც ოფიციალურმა პირებმა აღდგომის წინ „კომენდანტის საათი“ დააწესეს, – ამის შესახებ მიკოლაივის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა განაცხადა.

„წუხელ ისევ დაბომბვა მოხდა, მადლობა ღმერთს, მსხვერპლი არ არის,“- აღნიშნა ვიტალი კიმმა.

მისი თქმით, „კომენდანტის საათი“ 19:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე იმოქმედებს. მიკოლაივსა და ხერსონს შორის ტერიტორიაზე ინტენსიური ბრძოლები ბოლო სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს, რადგან უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევები დაიწყეს. თავად მიკოლაივი რეგულარულად იბომბება რუსული ძალების მიერ, მაგრამ უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება.

banner
წინა სტატიაშიმუხურში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიამარიუპოლში სასწრაფოდ უნდა შეიქმნას საევაკუაციო დერეფნები ცეცხლის შეწყვეტის გარანტიებით – ბორელი