33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

რუსულმა ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანეს- 9 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მასშტაბური იერიში მიიტანეს, რის შედეგად, 9 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა.

იერიშის შედეგად დაშავებულებს შორის ოთხი ბავშვია.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, რუსების თავდასხმის შემდეგ ქვეყნის დედაქალაქის ხუთ რაიონში ხანძარი გაჩნდა და შენობები ჩამოინგრა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, კიევის სოლომენსკის რაიონში ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა. დარნიცკის რაიონში ხანძარი ადმინისტრაციულ შენობასა და ავტომობილებს გაუჩნდა. ასევე, პეჩერსკის რაიონში ოთხი კერძო სახლი დაზიანდა.

banner
წინა სტატიაშიPolitico – სეუტაში შეღწეული თითქმის ყველა არალეგალი მიგრანტი მაროკოში დაბრუნდა
შემდეგი სტატია“სომხეთი ბევრ ქვეყანას სჭირდება, მათ შორის საქართველოს”- ნიკოლ ფაშინიანი ლუკაშენკოს პასუხობს