26.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
banner

რუსულმა ძალებმა ხარკოვსა და ოდესას დაარტყეს — არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დღეს დილით უკრაინის ქალაქ ხარკოვის სალტივსკის რაიონზე იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობები.

ხარკოვის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, დარტყმებს 2 ადამიანი ემსხვერპლა. ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით კი, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით დაშავებულია 12 მოქალაქე.

პარალელურად, ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ოდესაზეც, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაშავდა. ქალაქის რამდენიმე უბანში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და დაიწვა ავტომობილები.

banner
წინა სტატიაშიმარია ზახაროვა პოლონეთის პრეზიდენტს “კლინიკურ რუსოფობიაში” ადანაშაულებს
შემდეგი სტატია“გლოვოს” კურიერზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით პოლიციამ 3 პირი დააკავა, მათ შორის 2 არასრულწლოვანია