რუსულმა ძალებმა ღამით ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი

უკრაინის ოფიციალური პირების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ღამით, ქალაქი ხარკოვი დაბომბეს, რის შედეგადაც 1 ქალი გარდაიცვალა, ხოლო 1 მამაკაცი კი – დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მათივე ინფორმაციით, ქალაქში, რუსეთის საზღვართან ახლოს რუსულმა ძალებმა ასევე სკოლას ცეცხლი გაუხსნეს.

ამასთან, უკრაინული მხარის ინფორმაციით, ღამით განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, მეზობელ სუმის რეგიონში სულ მცირე 3 ადამიანი დაშავდა, ხოლო რამდენიმე სახლი კი – განადგურდა.

banner
წინა სტატიაშიპარტია ,,საქართველოსთვის” საპარლამენტო გუნდის წევრები პატიმრობაში მყოფ გელა აბულაძეს შევხვდნენ
შემდეგი სტატიაუკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარის თქმის გამო რუსეთში ასობით ჯარისკაცი გაათავისუფლეს