რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე საჰაერო იერიში მიიტანეს, სადაც ერთ-ერთი სკოლა განადგურდა – არიან დაშავებულები

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე საჰაერო იერიში მიიტანეს, სადაც ერთ-ერთი სკოლა სრულად განადგურდა.

არსებობს ცნობები დაშავებულებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ოკუპანტებმა დილით, ქალაქს ცეცხლი გაუხსნეს. რუსული ჭურვები სკოლასა და ადმინისტრაციულ შენობას მოხვდა, სადაც ხალხი თავს აფარებდა, სკოლა სრულად განადგურდა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე იქ 400 ბავშვი სწავლობდა“, – ნათქვამია უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიის ცნობით, პოლიციის ოფიცრები, მაშველები და ასაფეთქებელი ნივთიერებების ტექნიკოსები ადგილზე მუშაობენ, ნანგრევები გაწმენდილია. წინასწარი ცნობებით, არიან დაშავებულები.

banner
წინა სტატიაშირუსეთი სურსათს ომის იარაღად იყენებს, იპარავს მარცვლეულს, ბლოკავს პორტებს და სასოფლო-სამეურნეო მიწებს საბრძოლო ველებად აქცევს – მიშელი
შემდეგი სტატიასაჭიროა “ქართული ოცნების”, როგორც რუსული პროექტის უარყოფა და არჩევნების აღიარება – მივმართავ „ნაცმოძრაობას”, როგორც კი ამას გააკეთებთ, დასრულდება ე.წ. პოლარიზაცია – პაპუაშვილი