რუსულმა ძალებმა დღეს კიევს შავი ზღვიდან ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებითა და სტრატეგიული ბომბდამშენებით შეუტიეს. უკრაინის დედაქალაქში ისმოდა აფეთქებების ხმა, ისმოდა საჰაერო განგაშის სიგნალიც.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა რამდენიმე რაიონში. დაშავებულია, სულ მცირე 3 ადამიანი, რომელთაგან ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს.