უკრაინული მედია სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ გრიგოროვზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსულმა ძალებმა აღდგომის ღამეს სუმის ოლქში სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას დაარტყეს, რის შედეგადაც სამი მედიკოსი დაშავდა.
„რუსულმა დრონმა გლუხოვის თემში მანქანას დაარტყა. სამი მედიკოსი დაშავდა. მათ დაუყოვნებლივ ჩაუტარდათ სამედიცინო დახმარება“, – აღნიშნა გრიგოროვმა.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 აპრილს ე.წ. „სააღდგომო ცეცხლის შეწყვეტის“ შესახებ გამოაცხადა. ის 11 აპრილს 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო და 12 აპრილის დღის ბოლომდე გაგრძელებულიყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ 16:00 საათის შემდეგ, რუსეთის ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის 469 დარღვევა დაფიქსირდა.















