ზაპოროჟიეს ოლქში რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დარტყმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე განახორციელა. თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ადგილობრივი ფერმერები მინდორში მოსავალს იღებდნენ.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 32 წლის მამაკაცი დაიღუპა, კიდევ ერთი მოქალაქე კი დაშავდა. დარტყმის შედეგად მინდორში ხანძარი გაჩნდა — დაიწვა კომბაინი, ავტომობილი და ხორბლის ყანა.
„რუსეთი მიზანში იღებს უკრაინელ ფერმერებს — იმ ადამიანებს, რომლებიც მინდვრებში მუშაობენ, რათა უკრაინამ და მსოფლიომ შეძლონ საკვების მიღება. არცერთი მოსავალი არ არის დაცული რუსული დრონებისგან. დაეხმარეთ ამ მინდვრების დაცვაში, რომლებიც მსოფლიოს კვებავს“, — წერს უკრაინული მედია.
















