რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის მშვიდობიან მოსახლეობაზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს. აღნიშნული ინფორმაცია ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ სოციალურ ქსელ Telegram-ში გაავრცელა.
უწყების ოფიციალური განცხადებით, იერიში დილით, საცხოვრებელ უბანზე მიიტანეს.
„დაახლოებით 06:30 საათზე, რუსებმა ხერსონის კორაბელნის რაიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას დრონით შეუტიეს“, — ნათქვამია განცხადებაში.
თავდასხმის შედეგად 60 წლის მამაკაცმა აფეთქების შედეგად მიღებული მძიმე ტრავმა და ფეხის არეში ნამსხვრევებით გამოწვეული ჭრილობები მიიღო. დაზარალებულმა საავადმყოფოს საკუთარი ძალებით მიაკითხა, სადაც მას ამ დროისთვის ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდება.















