21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

რუსულმა დრონმა ხარკივში საცხოვრებელ სახლს დაარტყა: დაღუპულია 2 და დაშავებულია 34 ადამიანი, მათ შორის ბავშვები

ხარკივის ნემიშლიანსკის რაიონზე რუსული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „უკრინფორმი“ ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხარკივის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს ცნობით, თავდასხმას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა — სასიკვდილო დაზიანებები მიიღეს 60 წლის მამაკაცმა და ქალმა, რომლის ასაკიც ამ დროისთვის დგინდება.

დაშავებულებს შორის ოთხი არასრულწლოვანია: 12 წლის გოგონა და 3, 16 და 17 წლის ბიჭები.

ხარკივის საოლქო პროკურატურის წინასწარი ექსპერტიზის დასკვნით, რუსულმა ჯარებმა საცხოვრებელ შენობაზე დარტყმისას „S8000 ბანდეროლის“ ტიპის დრონიდან გაშვებული რაკეტა გამოიყენეს.

banner
წინა სტატიაშისიბიჰა: უკრაინის წინადადებები პუტინს შანსს აძლევს, ომი დაასრულოს და რუსეთის კოლაფსი აიცილოს
შემდეგი სტატიანანუკა ჟორჟოლიანი “რეფორმატორთა საბჭოზე”: მზად ვარ, თუნდაც დამლაგებლად შევიდე, ოღონდ საქმე გაკეთდეს