23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

რუსულმა დრონებმა შავ ზღვაში გერმანულ სატვირთო გემზე იერიში მიიტანეს

euronews-ის ინფორმაციით, რუსეთის უპილოტო საფრენმა აპარატებმა შავ ზღვაში გერმანულ სატვირთო გემზე, „ემილზე“ საჰაერო იერიში განახორციელეს. შეტევის შემდეგ გემის ბორტზე ხანძარი გაჩნდა.

ეკიპაჟის 11 წევრიდან არც ერთი არ დაშავებულა. სატვირთო გემს რამდენიმე დრონი მოხვდა. იერიშის შედეგად გემის რამდენიმე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა.

შეტევის დროს „ემილი“ ოდესიდან დაახლოებით 21 მილში იმყოფებოდა, ეს ლიბერიის დროშით დაცურავს და გერმანულ კომპანიას, Johann MK Blumenthal GmbH & Co. KG-ს ეკუთვნის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გერმანულ გეზმე ეირიში დაადასტურა. როგორც უწყებამ „ტელეგრამში“ დაწერა, რუსული დრონებით იერიშები ორ გემზე განხორციელდა, რომლებსაც სამხედრო ტვირთები გადაჰქონდათ.

Bild-ის ცნობით, მეორე გემი, სავარაუდოდ, “Mera Queen” არის, რომელიც გვინეა-ბისაუს დროშით დაცურავს. შეტევის შედეგად ეკიპაჟის ერთი წევრი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: უკრაინას საკუთარი ბალისტიკური შესაძლებლობების განვითარება შეუძლია
შემდეგი სტატიაივლისში უკანონო ტყითსარგებლობის 112 ფაქტი გამოვლინდა