რუსულმა “აზიმუტმა” თბილისისკენ ფრენები სანქტ-პეტერბურგიდანაც დაიწყო

რუსულმა ავიაკომპანია “აზიმუტმა” პირდაპირი ფრენები თბილისის მიმართულებით სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტიდანაც დაიწყო.

ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რეისები კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და კვირას შესრულდება.

“აზიმუტი” უკვე რამდენიმე თვეა დაფრინავს თბილისში მოსკოვიდან, სოჭიდან და უფადან.

სანქტ-პეტერბურგსა და თბილისს შორის პირდაპირ რეისებს კი ამ დრომდე Georgian Airways და Russian Red Wings ახორციელებდნენ

აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოს საავიაციო სააგენტოს არ გაუვრცელებია ინფორმაცია ავიაკომპანიებისთვის რუსეთში ფრენების განხორციელების ნებართვების გაცემის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიფინეთში სკოლაში 12 წლის მოსწავლემ ცეცხლი გახსნა, დაჭრილია სამი ბავშვი
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – ჩვენმა ფეხბურთელებმა თავიანთი შეუპოვარი და ამავე დროს გააზრებული ბრძოლით ჩვენ თვალწინ ისტორია დაწერეს