რუსულმა ავიაციამ სირიაში ხალხმრავალი ბაზარი დაბომბა… (ფოტოები +18)

1719964რუსულმა ავიაციამ სირიაში, პროვინცია იდლიბის ქალაქ არიხაში მდებარე ბაზარი დაბომბა, შედეგად -დაღუპულია 40-დან 60-მდე ადამიანი, აცხადებს ტელეარხი ,,ალ-ჯაზირა,,

გავრცელებული ინფორმაციით, ბაზარს კასეტური ბომბი მაშინ მოხვდა, როცა ის ხალხით იყო გადაჭედილი… დაღუპულთა და დაჭრილთა შორის მრავლად არიან ქალები და ბავშვები.

როგორც არაბული წყარო აცხადებს, ამ რაიონში ,,ისლამური სახელმწიფოს,, მეომრები არ არიან, ამ რეგიონს ოპოზიციური არმია აკონტროლებს, რომლის შემადგენლობაშიც ალქაიდას დაქვემდებარებული,,ფრონტ ან ნუსრაც,, შედის.

სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები დაბომბილ ბაზარში გარდაცვლილთა ფოტოებსა და ვიდეოს ავრცელებენ.

www.timer.ge

1719969

1719971

1719965

banner
წინა სტატიაშიახლ წელს, რუსეთში სადესერტოდ დაიწყებენ პუტინის … ჭამას
შემდეგი სტატიარუსეთის საპასუხოდ, ევროპა თურქეთს უვიზო მიმოსვლას დაუწესებს…