რუსულმა ავიაციამ ალეპო ,,სეისმური,, ბომბებით დაბომბა

14555713_649605228533001_338950410_nსააგანეტო ,,ანადოლუ აჟანსის,, მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალეპოში რუსული ავიაციის მორიგ დაბომბვას 30 ადამიანი ემსხვერპლა… ათეულობით კი დაიჭრა.
როგორც თურქული წყარო, ალეპოს სამოქალაქო თავდაცვის აქტივისტებზე დაყრდნობით იტყობინება, რუსული ავიაციის მიერ ალეპოს ჰაიდარიეს, ზეითუნიესა და ბუსტან ელ-ბაშას უბნებში ჩამოგდებულ ბომბებს, ამჯერად მიწისძვრის ეფექტი ჰქონდა და ჩამოგდების ადილიდან მოშორებითაც ანგრევდა შენობებს… შედეგად 30 ადამიანი გარდაიცვალა… მათ შორის ერთი ბავშვია და რამდენიმე ქალი.
19 სექტემბერს განახლებული საბრძოლო მოქმედებებიდან დღემდე, ოპოზიციის კონტროლირებად ალეპოში რუსული ავიაციის დაბომბვებს 500-მდე ადამიანი შეეწირა, 600-ზე მეტი კი დაიჭრა. გარდაცვლილთა შორის მრავლად არიან ბავშვები, ქალები და მოხუცები.

banner
წინა სტატიაშიჩინელმა მშობლების და 17 მეზობლის მკვლელობა აღიარა
შემდეგი სტატია,,ქართული ოცნების,, წევრი პარტიის ოფისში გარდაცვლილი იპოვეს