რუსული ვებგვერდი საქართველოს მოქალაქეებს 2,5 მლნ. რუბლად უკრაინის წინააღმდეგ ომში წასვლას სთავაზობს

რუსეთში შეიქმნა ვებგვერდი – “სამშობლოს ძალა”, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს 2,5 მლნ რუბლის [დაახლოებით 31 000 აშშ დოლარი], 210 000 რუბლის ოდენობით ყოველთვიური ანაზღაურების [დაახლოებით 3 000 აშშ დოლარი], თანამედროვე აღჭურვილობის, სრული სოციალური პაკეტისა და მთელი ოჯახისთვის რუსეთის მოქალაქეობის სანაცვლოდ, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობას სთავაზობს:

💬 „…საქართველო უძველესი დროიდან განთქმულია თავისი მამაცი მეომრებითა და სამხედრო ტრადიციებით. დღეს ამ ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, გააგრძელონ ეს დიდებული ისტორია მნიშვნელოვან მისიაში მონაწილეობით. კონტრაქტი – ეს არ არის მხოლოდ სამსახური, არამედ პატივი, მოვალეობა და შანსი, შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. […] სპეციალური სამხედრო ოპერაცია მოითხოვს პროფესიონალებს და ქართველებს შეუძლიათ გახდნენ ამ პროცესის ღირებული მონაწილეები…. ქართველები, რომლებიც ამ გზას ირჩევენ, იღებენ არა მხოლოდ მატერიალურ სარგოს, არამედ შესაძლებლობას, წარმოაჩინონ თავიანთი საუკეთესო თვისებები, რომლებიც საუკუნოვან ტრადიციებშია ფესვგადგმული“ | ნათქვამია ვებგვერდზე.

banner
წინა სტატიაშიეროვნული გამოცდების გადახედვა დღის წესრიგშიც კი არ დგას – გივი მიქანაძე
შემდეგი სტატიავარკეთილში წუხელ ისროდნენ, დაზიანებულია მანქანები