რუსული გაზისა და თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა
კანონპროექტის მიხედვით, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი 2026 წლის დასაწყისიდან შეწყდება, ხოლო მილსადენით მოწოდებული გაზის მიწოდება ეტაპობრივად შემცირდება და სრულად დასრულდება 2027 წლის 30 სექტემბრამდე.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს ჯარიმებს იმ ოპერატორებისთვის, რომლებიც ახალ წესებს დაარღვევენ (უნგრეთიც და სლოვაკეთიც). სანქციების აღსრულებას ევროკავშირის წევრი ქვეყნები უზრუნველყოფენ.



















