“რუსული სტილის სახელმწიფოს მშენებლობა მიდის ნაბიჯ-ნაბიჯ…ასე მოვედით ჩვენ “რუსულ არჩევნებთან”-პრეზიდენტი

“რუსული სტილის სახელმწიფოს მშენებლობა მიდის ნაბიჯ-ნაბიჯ. პარლამენტი, მთავრობა, ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალი წესებით, ცენტრალური ბანკი, ანტიკორუფციული ოფისი, საპენსიო ფონდიც კი, რომლის რეფორმირებაც მოხდა, მართლმსაჯულების სისტემა, ეს ყველაფერი მთლიანად არის მთავრობის კონტროლის ქვეშ, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო” – განაცხადა პრეზიდენტმა ევროპარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას.

სალომე ზურაბიშვილმა დეტალურად გააცნო ევროპარლამენტარებს, რა მეთოდები გამოიყენა “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში ჩარევისთვის:

“ასე მოვედით ჩვენ “რუსულ არჩევნებთან”, რომელზეც იყო სისტემატური, მასიური გაყალბება და ეს გაყალბებები იყო ძალიან დახვეწილი, ძალიან კარგად იყო დაგეგმილი იმიტომ, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეტანილი იქნა გაცილებით ადრე. საარჩევნო კომისიაში დანიშნეს, არა იმ წესებით, რომელიც ევროკავშირის რჩევა იყო, არამედ სხვა წესებით. ელექტრონული ხმის მიცემა, რომელიც პირველად იქნა გამოყენებული ასევე იყო გამოყენებული იმისთვის, რომ მომხდარიყო გაყალბება…

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპელი პენსიონერების ფული იყო გამოყენებული და ეს ქოლცენტრები იყო გამოყენებული არჩევნების დროს. ადმინისტრაციული რესურსები, ასევე, რა თქმა უნდა, საჯარო სექტორის დაშინება, ეს ყველაფერი იყო გაცილებით ადრე არჩევნებამდე. რუსული სტილის პროპაგანდა, უკვე ვილაპარაკე ამის შესახებ, არჩევნებამდე და არჩევნების დროს, ჩვენ ვნახეთ პოსტერები, რომლებზეც ერთად იყო გამოსახული უკრაინის დანგრეული ქალაქები, თეატრები და მეორე მხარეს იყო გაბრწყინებული საქართველო, რომელმაც გააოგნა ბევრი ქართველი. იმიტომ, რომ ეს არ არის ქართული სტილი და ქართულ ხასიათში არ ზის ასეთი პოსტერების განთავსება და ამაში ჩანს რუსული ხასიათი ასევე.

საუბარი ოფიციალური პირებისგან იმის შესახებ, რომ ოპოზიციურ პარტიებს სურთ მთავრობის გადაგდება და შემდეგ მმართველი პარტია ამბობდა, რომ არჩევნების შემდეგ გააუქმებდა ოპოზიციურ პარტიებს. 600 მილიონი ლარი, რომელიც დაახლოებით 200 მილიონი დოლარია იძულებული გახდნენ, რომ გაეყიდათ ოქტომბერში იმისთვის, რომ კომპენსირება მოეხდინათ ყველაფრის რასაც აკეთებდნენ”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი: ველოდებით ზომებს ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ არაა მარტო
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი: საპროტესტო მოძრაობა ითხოვს ევროპული მომავლის დაბრუნებას, ხელახალ არჩევნებს