რუსული შეტევა უკრაინაზე – სად რა ხდებოდა ღამით

რუსეთის მიერ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად კიროვოგრადის ოლქში ცხრამეტი დასახლებული პინქტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიროვოგრადის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ანდრეი რაიკოვიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

„წუხელ რეგიონის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მტრის კიდევ ერთი თავდასხმა განხორციელდა. ამჯერად, ნოვოუკრაინსკის რაიონში. ცხრამეტი დასახლება ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი“, – აღნიშნა ოლქის ხელმძღვანელმა.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, რუსები წუხელ უკრაინას 128 დრონით დაესხნენ თავს. აქედან 90-მდე დრონი Shahed-ის ტიპის იყო.

საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ დაფიქსირდა 47 საფრენი აპარატის თავდასხმა 10 ლოკაციაზე.

წინასწარი მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით მტრის 72 დრონი გაანეიტრალეს.

banner
წინა სტატიაშირა გააყალბა, რა მოიპარა, რა დახარჯა, რა ამოიღეს – დეტალები ღარიბაშვილის ბრალზე
შემდეგი სტატიავაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ექიმები აქციას გეგმავენ