რუსული სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების მასიური თავდასხმის გამო უკრაინაში ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა დაწესდა.
დარტყმები, განხორციელდა კიევის, სუმის, ხარკოვის, ვოლინისა და კიროვოგრადის რეგიონებში. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ოლეგ სინეგუბოვმა განმარტა, რომ ხარკოვზე სამი დარტყმა განხორციელდა – ქალაქის ერთ-ერთ უდიდეს უბანს სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს. შედეგები უცნობია.
ამ დროისთვის უკრაინაში საჰაერო თავდასხმის განგაშია გამოცხადებული.