16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

რუსული სამხედრო თვითმფრინავი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ჩამოვარდა-ბორტზე მყოფი 29 ადამიანი დაიღუპა

გეგმური ფრენის განხორციელებისას რუსული სამხედრო თვითმფრინავი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ჩამოვარდა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად  ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 6 წევრი და 23 მგზავრი დაიღუპა. მომხდარის  შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ. ფაქტის შესახებ დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით.

რუსული მედია წერს, რომ კატასტროფა ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია და თვითმფრინავზე რაიმე სახის “დამაზიანებელ ჩარევას” ადგილი არ ჰქონია. შემთხვევის ადგილზე მყოფმა წყაროებმა სახელმწიფო სააგენტოებს, Tass-სა და RIA Novosti-ს განუცხადეს, რომ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი კლდეს შეეჯახა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ასევე დაადასტურა ავიაკატასტროფის ფაქტი, თუმცა დაღუპულთა რაოდენობის შესახებ დეტალები არ გაუვრცელებია.

banner
წინა სტატიაში“უი, რა მითხარი. ბიძინა ოროსანი რომელ ადგილზეა შიდაქოცური რეიტინგით?”- ნიკა გვარამია ლევან მაჭავარიანს
შემდეგი სტატია“ირანს ქვის ხანაში დავაბრუნებთ”- ტრამპი ირანის “ახალი პრეზიდენტის” შეთავაზებაზე