რუსული სამხედრო ტექნიკა ისევ “ნათლად იწვოდა” – ამჯერად ბრიანსკში

წუხელ უკრაინელებმა იერიში მიიტანეს ბრიანსკში მდებარე რუსი ოკუპანტების განთავსების სხვადასხვა წერტილებზე.

ისევ რუსი Z-ბლოგერებისვე თქმით, ზარალი მეტად შემაშფოთებელია: კამიკაძე დრონების მიფრენის შედეგად შესაძლოა, განადგურდა ან მნიშვნელოვნად დაზიანდა:

▪️„ისკანდერის“ სარაკეტო კომპლექსის გამშვები დანადგარები, რომლითაც რუსეთი გეგმავდა უკრაინის დაბომბვას
▪️„ისკანდერის“ რაკეტების საცავი
▪️სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი, რომელმაც ახალ რაკეტები ჩაიტანა „ისკანდერებისთვის“
▪️ტაქტიკური ავიაცია, რომელიც ბაზირებულია ადგილობრივ აეროდრომზე.

შეგახსენებთ, რომ ყველა ეს ობიექტი — სრულიად ლეგიტიმური და მნიშვნელოვანი სამხედრო სამიზნეებია.

banner
წინა სტატიაშითუ აშშ-ს აქვს ურთიერთობის გადახედვის სურვილი, ეს კარგი შესაძლებლობაა – ბოჭორიშვილი აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
შემდეგი სტატიაილონ მასკის თქმით, ტრამპი “ეფშტეინის ფაილებში” ფიგურირებს