რუსული სამხედრო კორესპონდენტები „სუ 34“-ის ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ იუწყებიან

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთი „სუ 34“-ის ტიპის თვითმფრინავი დაკარგეს. ამის შესახებ nv.ua იუწყება.

რუსული სამხედრო კორესპონდენტები იუწყებიან, რომ თვითმფრინავთან ერთად მისი ეკიპაჟიც დაიღუპა. ბომბდამშენის ჩამოვარდნის დეტალები არ საჯაროვდება.

5 ოქტომბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა დონეცკის ოლქში უახლესი უპილოტო საფრენი აპარატი С-70 „ოხოტნიკი“ დაკარგა. უკრაინულმა მედიამ არ გამორიცხა, რომ დრონი თავად რუსულმა ძალებმა „მეგობრული ცეცხლის“ შედეგად გაანადგურეს.

banner
წინა სტატიაში270-მა მოსამართლემ მიიღო და თანამდებობაზე, ოთხი წლის ვადით, ირაკლი ბონდარენკო, ქეთევან ცინცაძე და რეზო ნადარაია დანიშნა
შემდეგი სტატიაIDFI: 2022-2023 წლებში, საქართველოში რუსეთის 73 000 მოქალაქე დარჩა საცხოვრებლად