რუსული სამყარო ქართულ მიწაზე – ტყვარჩელის აპოკალიფსი (ფოტოალბომი)

T-5უკრაინული მედია აფხაზეთის ქალაქ ტყვარჩელში, გასული თვეების განმავლობაში გადაღებულ ახალ ფოტოებს აქვეყნებს – სათაურით ,,აპოკალიფსი  დღეს – ქალაქი სადაც რუსული სამყარო მოვიდა,,

ტყვარჩელი, აფხაზეთში გალის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქი იყო… მას ქალაქის სტატუსი 1942 წელს მიენიჭა, როგორც ქვანახშირით მდიდარ ინდუსტრიულ ცენტრს… ინდუსტრიის გარდა, ეს ქალაქი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, განთქმული იყო, როგორც  უნიკალური ბალნეოლოგიური კურორტი… ქალაქი უნიკალური სილამაზის ბუნებით და მდებარეობით, რომელშიც მიმდებარე სოფლებთან ერთად 40.000 ადამიანი ცხოვრობდა.

1992-93 წლებში, აფხაზეთის ომის პერიოდში, ქალაქი ალყაში იყო მოქცეული ქართული ჯარების მიერ. სურსათით, იარაღითა და დაქირავებული მებძოლებით რუსული სამხედრო ვერტმფრენები ამარაგებდა ტყვარჩელს. ომის ბოლო ეტაპზე, ტყვარჩელიდან სისტემატურად იბომბებოდა კოდორის ხეობა. ქალაქი ქართულმა მოსახლეობამ ომის დასაწყისშივე დატოვა. თუმცა მას შემდეგ, რაც 1993 წელს, აფხაზეთს და ამ ქალაქს რუსეთი და აფხაზი სეპარატისტები დაეპატრონნენ, ტყვარჩელი თანდათანობით თავად აფხაზებმაც დატოვეს… ის დაცარიელდა და დღეს – აპოკალიფსის მდგომარეობაშია. 

www.timer.ge

იხილეთ ფოტოები!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ათასობით მოქალაქეს თურქეთში სამუშაოს დატოვება ემუქრება…
შემდეგი სტატიააშშ-ში მოკლული 14 ადამიანი ,,ისლამური სახელმწიფოს,, ტერაქტის მსხვერპლია…