რუსული სამყარო (“Русский мир”): ექსკლუზიური ვიდეო – დანაშაული, როგორც გასართობი რუსეთის სამხედროებისთვის

რუსული სამყარო (“Русский мир”): ექსკლუზიური ვიდეო - დანაშაული, როგორც გასართობი რუსეთის სამხედროებისთვისსაერთაშორისო ვოლონტიორული გაერთიანება InformNapalm აგრძელებს რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების შეგროვებას არა მხოლოდ უკრაინასა და სირიაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც. აღსანიშნავია, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას დღემდე პასუხი არ უგია მის მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე, მათ შორის სამხედრო აგრესიის დროს საქართველოს წინააღმდეგ, 2008 წლის აგვისტოში.
InformNapalm-ის დამაარსებელმა და ვოლონტიორმა, ირაკლი კომახიძემ თავის ფეისბუქ გვერდზე გაგვიზიარა ვიდეომასალა, სადაც დაფიქსირებულია რუსი სამხედროების კრიმინალური ქმედება-გართობა გორის მიდამოებში 2008 წლის აგვისტოში.
ირაკლი კომახიძე დღეს თადარიგის ოფიცერია, ის 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ჯარში და პირადად მონაწილეობდა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ 2008 წელს.
რუსეთის ფედარაციის მიერ ყირიმის წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესიის დაწყებისთანავე ის შეუერთდა რუსეთის ინფორმაციული პროპაგანდის წინააღმდეგ მოქმედ პარტიზანების ჯგუფს. როგორც გამოცდილი სამხედრო, კომახიძე კონსულტაციას უწევდა უკრაინელ ვოლონტიორებს და სამხედროებს იმ მუქარების კონტენტის გამოცნობაში, რომელიც უშუალოდ იყო მიმართული გარკვეული სამხედრო დანაყოფის წინაარმდეგ.
კადრებზე, რომელიც აღბეჭდილია ვიდეოზე, ჩანს, თუ როგორ ერთობიან რუსი ინტერვენტები GSM მოძრავი სადგურის ავტომობილის განადგურებით.
„არქივებში დაგროვილი მასალები საშუალებას გვაძლევს, გადავცეთ რუსი ოკუპანტები საერთაშორისო სასამართლოს, როგორც დამნაშავენი, რომლებიც 2008 წელს შემოიჭრნენ საქართველოში „რუსული სამყაროს დასამყარებლად“. ბევრი მათგანი, როგორც სამხედრო დამნაშავე, ამოცნობილია, მათ შორის ამ ვიდეოშიც. ყველას თავისი მიეზღვება.
ეს ვიდეო გადაღებულია საქართველოში, 2008 წლის აგვისტოში, ქალაქ გორის შემოგარენში. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რუსი სამხედროების ვანდალური გართობა ხდება მედვედევ-სარკოზის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ. იმ დროს, როცა ქართული მხარე ასრულებდა შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას, რუსი ოკუპანტები მარადიორობდნენ და ძარცვით იყვნენ დაკავებულები. წარმოდგენილ ვიდეოში მონაწილეობენ სამხრეთ კავკასიის სამხედრო ოლქის, სატანკო მოტომსროლელთა გაერთიანების ჯარისკაცები და პსკოვის 104-ე პოლკის მედესანტეები“ – წერს ირაკლი კომახიძე თავის ფეისბუქ-გვერდზე.

https://youtu.be/0YzzfBxPmNg

banner
წინა სტატიაშისახელმწიფომ ვახუშტი მენაბდის სასარგებლოდ 4 500 ევროს გადახდის ვალდებულება აიღო
შემდეგი სტატია,,ჩვენ ერთი ბედი გვაქვს, ამიტომ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ”