რუსული საბჭოთა პროპაგანდის ცნობილი მეთოდია, რომ დააბრალო სხვას ის რასაც თავად აკეთებ-ბიბილაშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზაზა ბიბილაშვილმა, სახელისუფლებო გუნდის იმ ბრალდებებს პასუხობს, რომლის მიხედვითაც, ბათუმში განვითარებული მოვლენების უკან, სწორედ ენმ-ს წევრები იდგნენ.

ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ დღეს ხელისუფლებაში არის „ბინძური რუსული“ ძალა, რომელიც ცდილობს, პროვოკაციები პოლიტიკურ ოპონენტებს გადააბრალოს.

„დღეს საქართველოს ხელისუფლებაში არის ბინძური რუსული ძალა. რუსული საბჭოთა პროპაგანდის ცნობილი მეთოდია, რომ დააბრალო სხვას ის რასაც თავად აკეთებს. მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს მოსახლეობას ვთხოვო დავფიქრდეთ, ერთ ბრალდება მაინც, რომლიც ხელისუფლებამ გააჟღერა ოდესმე თუ გამართლებულა. ისინი ჩვენ გვაბრალებდნენ საბურავების შეძენას, ტერაქტის მოწყობას, პორტატული აპარატებით ადამიანების მოსმენას, რუსთავი2-ში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას და ა.შ. ყველაფერი ეს პირველი დღიდან, მოსვლის დღიდან, ბედუკაძიდან დაწყებული არის მათი გაკეთებული. უაღრესად დაბალია იმის ალბათობა, რომ ამ შემთხვევაში გამოიძებენ იმას რაც მოხდა, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ იმ უმსგავსობის და ვანდალიზმის უკან, რომელიც მოხდა ბათუმში, წლების განმავლობაში ხელისუფლებასთან ერთად უნისონში მოქმედებდნენ სახელმწიფო ინსტიტუტების და სახელმწოფო ინსტიტუტების წინააღმდეგ,“-განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა

banner
წინა სტატიაშიბერლინის აეროპორტები 15 მარტამდე იფიცებიან
შემდეგი სტატიამთავრობის ადმინისტრაციაში შშმ პირების მშობლებმა შიმშილობა დაიწყეს