რუსული რაკეტების უმეტესობა ჩამოგდებულია – უკრაინის თავდაცვა

უკრაინის ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული რაკეტების უმეტესობა ჩამოგდებულია – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

“თუ გავითვალისწინებთ იმას, რისი გაკეთება შეეძლო რუსეთს და იმას, თუ როგორ შეძლეს შეიარაღებულმა ძალებმა მისი შეჩერება, უპირატესობა უკრაინის არმიის მხარესაა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული არმიის ყოველი სარაკეტო დარტყმა ჩვენთვის ძალიან მტკივნეული იყო, გაცილებით უფრო მეტი რაოდენობის სარაკეტო დარტყმა იქნა თავიდან აცილებული”, – თქვა ანა მალიარმა.

ამასთან, მას ჰკითხეს, რამდენად შეიცვალა ვითარება უკრაინის არმიისთვის ზღვაზე რუსული სარაკეტო კრეისერის, “მოსკოვის” განადგურების შემდეგ.

საპასუხოდ მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით დასკვნების გაკეთება ნაადრევია, რადგან ომი აქტიურ ფაზაშია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა – უკრაინაში საქართველოს ელჩი
შემდეგი სტატიაპუტინის ინიციატივით, სსრკ-ს ნაცისტურ გერმანიასთან გაიგივებისთვის რუსეთში დაჯარიმდებიან