რუსული პროპაგანდისტული საიტის თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე

დღეს, 18 იანვარს ცნობილმა ინგლისურენოვანმა რუსულმა პროპაგანდისტულმა საიტმა სასტიკი თავდასხმა და ცილისმწამებლური კამპანია წამოიწყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მისი იერარქიის და ქართველი მღვდელმთავრის, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს წინააღმდეგ.

გთავაზობთ სტატიას ქართულ ენაზე:

„გასულ კვირას, OrthoChristian– მა გამოაქვეყნა ინფორმაცია რომელშიც ნახსენებია რომ, საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის დაძაბულობაა, რომელიც გამოიწვია რუსი მღვდლის მიერ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულმა ლიტურგიამ, რომელიც არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო ტერიტორია.

რუსეთის ეკლესიის საგარეო საეკლესიო ურთიერთობების დეპარტამენტისადმი გაგზავნილ წერილში, მისმა მეუფებამ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარემ, მოუწოდა რუსეთის ეკლესიას გამოიძიოს ეს საკითხი და მკაცრი ზომები მიიღოს ამ მღვდლის მიმართ.

მართლმადიდებელი ჟურნალისტი და ანალიტიკოსი ალექსანდრე ვოზნესენსკი გვაწვდის საჭირო ინფორმაციას და კომენტარებს სიტუაციის შესახებ.

როგორც ის განმარტავს, მიტროპოლიტი გერასიმე ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მამა სერგი მოულოდნელად ცხინვალში გამოჩნდა და კურთხევის გარეშე მსახურობდა, თუმცა სიტუაცია ამაზე უფრო რთულადაა.

დამატებით, იმის გათვალისწინებით, რომ მეუფე გერასიმემ საჯაროდ გამოაქვეყნა თავისი წერილი რუსეთის ეკლესიისადმი რომელსაც საჩივრის სახე აქვს.

ანალიტიკოსი ვოზნესენსკი მიტროპოლტ გერასიმეს წერილს განმარტავს, როგორც პროვოკაციას რუსეთის ეკლესიის წინააღმდეგ.

ვოზნესენსკი ასევე აღნიშნავს რომ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამო, რომელიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შეეხო, ოსები უარყოფითად არიან განწყობილნი საქართველოს მიმართ, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ იგი (ცხინვალი) აღიარებულია საქართველოს ეკლესიის ტერიტორიად, სინამდვილეში, ქართველი სამღვდელოება არც თუ ისე მისაღებია აქ მცხოვრები ხალხისთვის.

ვოზნესენსკი ასევე ამბობს და გამოთქვამს თავის წუხილს, რომ მოსახლეობა არსებითად დარჩა სულიერი მზრუნველობის გარეშე.

დედაქალაქ ცხინვალის ერთ-ერთი მთავარი სასულიერო პირი არის მამა იაკობ ხეთაგუროვი, რომელიც ხელდასხმული იქნა კვიპროსელი ძველმესტილეების მიერ [სქიზმატური დაჯგუფება] მამა იაკობი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთში ხალხი საეკლესიო პოლიტიკის მძევლები არიან და ადგილობრივებს ის ძალიან უყვართ – ის არის ცხრა შვილის მამა და ძალიან კეთილი და სტუმართმოყვარე, ამრიგად, მასთან ბევრი მიდის და საერთოდაც არ აღელვებთ რომ ის არის სქიზმატი.

მეტიც 2017 წლის სექტემბერში მან ცხინვალის ეპარქია გამოაცხადა როგორც ,,დამოუკიდებელი ეკლესია”.

მამა სერგეი კოკოევი კი, რომელიც 2013 წელს რუსეთის ეკლესიის ვლადიკავკაზისა და ალანის ეპარქიაში აკურთხეს, კიდევ ერთი მღვდელია, რომელიც ცხინვალში მსახურობს, მან ააშენა წმინდა სამების ეკლესია, სადაც მსახურობდა შობის დღესასწაულზე, მამა სერგის არ სურს ხალხის სულიერი მზრუნველობის გარეშე დარჩეს, იგი სამი წლის განმავლობაში მსახურობდა და მსახურობს ამ ეკლესიაში, ამასთან, როგორც ვოზნესენსკი აღნიშნავს, საქართველოს ეკლესია რეაგირებს ისე რომ თითქოს ახლა გაიგეს და შეიტყვეს მამა სერგეის მსახურების შესახებ ცხინვალში.

ქართული ეკლესია დაჟინებით მოითხოვს, რომ მხოლოდ მას შეუძლია სამხრეთ ოსეთში მსახურება, მაგრამ მას რეალურად ავიწყდება რომ მღვდლების გაუგზავნაც კო არ შეუძლია იქ.

ვოზნესენსკიმ ასევე ახსენა ე.წ „ რელიგიურ ექსპერტთა ასოციაციის “ საიტზე განთავსებული სტატია სადაც ასოციაცია მოუწოდებს საქართველოს ეკლესიას: „დაუყოვნებლივ გაუგზავნეთ საზოგადოების საპროტესტო ნოტა რუსეთის პატრიარქს, ჩვენ მივმართავთ მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს, შეაფასონ რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკური ქმედებები საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მიმართ“.

როგორც ჟურნალისტ-ანალიტიკოსი აღნიშნავს, ამ ასოციაციის ადმინისტრაცია სრულიად უცნობია, მაგრამ ”სავსებით შესაძლებელია, ისინი ამერიკელი მარიონეტები იყვნენ”.

ოსური ამბავი გაიგო იმავე დღეს ვებსაიტმა Orthodox Times- მა , ფანარიოტულმა ვებსაიტმა, რომელიც ფინანსდება აშშ-ს მთავრობის მიერ.

სწორედ ამის შემდეგ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრმა, მიტროპოლიტმა გერასიმემ მეორე დღესვე თავისი წერილი გაუგზავნა რუსეთის ეკლესიის საგარეო განყოფილებას, სადაც ითხოვდა მკაცრი ზომების მიღებას მამა სერგეის წინააღმდეგ.

ამასთან, ვოზნესენსკი ამბობს, რომ წერილი არა მხოლოდ გაგზავნილ იქნა საგარეო განყოფილებაში, არამედ საჯაროდ გამოქვეყნდა, ამის შემდეგ განცხადება გამოქვეყნდა Orthodox Times- სა და სხვა მედიასაშუალებებზე, რომლებიც ღიად არიან მტრული რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ.

აქ იბადება კითხვა – რატომ გამოქვეყნდა წერილი საჯაროდ? რა აზრი აქვს ამ ”აშკარა პროვოკაციას” რუსეთის ეკლესიის წინააღმდეგ, კითხულობს ვოზენსენკი.

საქმე ისაა რომ ამერიკელების მიერ დაფინანსებულმა საიტებმა გააჟღერა ”მიტროპოლიტ” ეპიფანე დუმენკოს (სქიზმატური ”უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია) განაცხადება, რომ კიდევ რამდენიმე ადგილობრივი ეკლესია მზად არის მისი ჯგუფის აღიარებისთვის, მათ შორის საქართველოს ეკლესია.

რატომ გადადგა მიტროპოლიტმა გერასიმემ ეს ნაბიჯი, მაინცდამაინც დუმენკოს განცხადების შემდეგ? ვოზნესენსკი რამდენიმე შესაძლებლობას გვთავაზობს:

შანტაჟი?

მიტროპოლიტი გერასიმე შეიძლება ეუბნებოდა რუსეთის ეკლესიას: ან თქვენ წაიყვანეთ თქვენი მღვდელი, ან ჩვენ უკრაინელ სქიზმატიკებს ვაღიარებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მიტროპოლიტი გერასიმე რატომ გამოვიდა პრეტენზიით მღვდლის შესახებ, რომელიც სამი წლის განმავლობაში ისედაც მოღვაწეობს ცხინვალში და ეს საყოველთაოდ ცნობილია, ამრიგად იქმნება საშიშროება საქართველოში პრო-სქიზმატური ძალების გააქტიურებისა რომ დაძაბონ სიტუაცია და ანტი რუსული განწყობების შექმნით ქართველი ეპისკოპოსები აიძულონ აღიარონ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია.

ეს ყველაზე ლოგიკური ახსნაა ვოზნესენსკის აზრით, თუ რატომ დაწერა გერასიმემ წერილი.

• წინასაარჩევნო ბრძოლა ტახტისთვის?

ცნობილია, რომ მისი უწმინდესობა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მოხუცია და ავად არის. ამრიგად, არ არსებობს ძლიერი ცენტრალური საეკლესიო ადმინისტრაცია და საქართველოს ეკლესიაში გარკვეული ჯგუფები იბრძვიან ძალაუფლების მისაღებად ამრიგად, მიტროპოლიტი გერასიმე შეიძლება ეძიებდა მხარდაჭერას საბოლოოდ საპატრიარქო არჩევნებში, რომელიც დაფუძნებული იყო ანტირუსულ და პროამერიკულ რიტორიკაზე.

ანალიტიკოსის აზრით, რუსეთის ეკლესიამ საჯაროდ უნდა განაცხადოს რომ იგი არ ცდილობს საქართველოს ეკლესიის ტერიტორიის წართმევას, მეტიც ომიდან 13 წლის შემდეგ, საქართველოს ეკლესიის პატივისცემის გამოა რომ, მან (რუსეთმა) უარი თქვა ეპარქიის შექმნაზე მოცემულ ტერიტორიაზე, მიუხედავად ადგილობრივი მორწმუნეების მრავალჯერადი თხოვნისა.

ბოლოს ვოზნესენკი ასკვნის რომ, თუ ქართველი იერარქები მოაწყობენ საზოგადოებრივ პროვოკაციას და სქიზმატებს აღიარებენ მაშინ რეაგირება სათანადო იქნება”.

ეს არის რუსი ანალიტიკოსის შეფასება, რომელშიც მკვლევარი მკაფიო მქარებსა და ანტიქართულ პოზიციებს აჟღერებს , შეურაცხყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიას და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების თავჯდომარეს მიტროპოლიტ გერასიმეს, თავს ესხმის ქართველ რელიგიის ექსპერტთა ასოციაციას და შეიძლება ითქვას მთლიანად ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას.

დაუყონებლივ მოვითხოვთ უმწვავეს რეაგირებას ამ მძიმე ფაქტზე საქართველოს საპატრიარქოს სპეციალური სამსახურების მხრიდან.

სპეციალურად ინგლისური ენიდან თარგმნა “მსოფლიო საეკლესიო სიახლენმა”.

banner
წინა სტატიაშისუს – სოფელ ხურჩას მიმდებარედ, ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: როცა იწყება ტალახის სროლა უბინძურესი მოგონილი ცილისწამებით, დიახ ეს არის ივანიშვილის რეჟიმის თამაში