რუსული პროპაგანდის სამიზნე კიდევ ერთხელ გახდა ბათუმის პორტის ტერმინალის მშენებლობა

ანალოგიური შეტევა ერთხელ უკვე განხორციელდა პორტის ტერმინალზე და ეს დაემთხვა ზუსტად იმ პერიოდს,როცა უმსხვილესი ამერიკული ტრეიდული კომპანია ,,Trammo’ – დაინტერესდა ტერმინალის მშენებლობით და მისი პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა. იმ პერიოდში, საეჭვოდ სწრაფად გააქტიურდნენ ღიად პრორუსულ პროპაგანდაში შემჩნეული ,,პატრიოტები’, ,,ეკოლოგები”, და როგორც ჩვევიათ ხალხის სახელით დაიწყეს როგორც ტერმინალის, ასევე ინვესტორების წინააღმდეგ მითების შექმნა. ასევე გააქტიურეს ტროლები და ბოტები. პარალელურ რეჟიმში, ტერმინალის მშენებლობის ირგვლივ ხელოვნურად ქმნიდნენ მითებს,რომლის მიზანსაც საზოგადოებაში პანიკის და ეჭვების დანერგვის გზით, ამ მშენებლობის შეფერხება წარმოადგენდა.
ერთ-ერთი მათ მიერ შექმნილი მითი საზოგადოებაზე ზეგავლენის მოსახდენად ესაა სახელწოდება – ,, ქიმიური ტერმინალი”, სინამდვილეში ესაა მულტიმოდალური ტერმინალი, უფრო კონკრეტულად კი ,,კარბამიდის ტერმინალი”. ნებართვაც შესაბამისი ინსტანციებიდან, კომპანიის მიერ სწორედ ,,კარბამიდის ტერმინალზე” გახლდათ მოთხოვნილი და მიღებული.

მეორე მითი ეს გახლავთ ,,ტერმინალი ხალხს დაწამლავს”
ცხადია ესეც საზოგადოებაზე ზეგავლენისთვის და მასში პროტესტის და შიშის შესაქმნელად გამოგონილი მითია. სინამდვილეში ულტრათანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ტერმინალი სწორედ რომ გარანტი იქნება უსაფრთხო ტვირთბრუნვის. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი რომ დღემდე პორტში ღია წესით ხდებოდა ტვირთბრუნვა.

მესამე მითი: ,,ბათუმი საკურორტო ქალაქია და ეს ტერმინალი ტურისტებს დააფრთხობს”
ესეც ანალოგიურად,საზოგადოებაზე ზემოქმედების მოსახდენად გათვლილი იაფასიანი ხრიკია, რადგან საერთოდ არ გამორიცხავს ტურისტული პოტენციალის განვითარება ინდუსტრიულ მხარეს. პორტების მხოლოდ ტურისტულ ,,ატრაქციონებად” ქცევის უფლებას თავის თავს განვითარებული და ტურიზმით ცნობილი ქვეყნებიც კი არ აძლევენ, პორტებიც უამრავი რომ აქვთ და ტურიზმის კუთხითაც მოწინავე ადგილას არიან. არადა,
საქართველოს ეკონომიკური თავისუფლებისთვის და განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობის მაქსიმალურად ათვისება და გამოყენება, ეს გზა შავ ზღვაზე ნამდვილად გადის.ამიტომ ყველა მოწინააღმდეგე იქნება ეს, ანაკლიის პორტის, ფოთის პორტის თუ ბათუმის პორტის განვითარების და მშენებლობის ნამდვილად ასრულებს ჩვენი ქვეყნის მტრის დავალებას.
კიდევ ერთი მითი სამუშაო ადგილებს ეხება. რომ ულტრათანამედროვე ტექნიკით აშენებულ ტერმინალში მუშახელისთვის ადგილი აღარ იქნება,რადგან ყველაფერი ავტომატიზირებული იქნება. არადა სწორედ რომ დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის ეს ინვესტიცია და მიუხედავად იმისა, რომ ტერმინალი უმაღლესი სტანდარტებით შენდება და უახლესი ტექნიკით აღიჭურვება, კვალიფიციური კადრების გარეშე წარმოუდგენელი იქნება მისი ფუნქციონირება და ამის შესახებ არაერთხელ ითქვა.

ბოლო მითი რომელსაც მთელი სულისკვეთებით ავრცელებენ ესაა : ,,რუსეთს გავაღიზიანებთ ამ ტერმინალის მშენებლობით და სანამ ამერიკა გვიშველის აგერ მეზობლადაა რუსეთი და ისევ მასთან ჯობია ვიყოთ კარგად”

მითი ის ნამდვილად არაა, რომ რუსეთის ინტერესებში ვერასდროს იქნება შავი ზღვის განვითარების გეგმა.საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობა და ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ინტეგრირება, მაგრამ მითი ნამდვილადაა ის რომ ჩვენ ამ მიზნისკენ სწრაფვა, შენება,განვითარება ომის საფრთხეს შეგვიქმნის. სრულიად პირიქითაა ეს, ამ მიზნის მიღწევა იქნება ჩვენი მთავარი უსაფრთხოების გარანტია, ჩვენი ღირსეული მომავლის და ფასეულობების განმტკიცების ერთადერთი უპირობა გზა.. აი სწორედ ამ ბოტების და ტროლების უკან მდგომი მართული ჯგუფების ინტერესს წარმოადგენს ის რომ მუდმივად ვიტრიალოთ რუსულ ორბიტაზე, ტროლებით და ბოტებით ცდილობენ დანერგონ ეჭვები, შიში, ამიტომ ქმნიან უმრავ მითს, წერენ პასკვილებს, ქმნიან ადამიანების პატივის და ღირსების შემლახველ პოსტებს.. ურაპატრიოტულ ლოზუნგებს ამოფარულები ყველანაირი მეთოდებით ცდილობენ საზოგადოების დეზინფორმირებას. თუმცა, ინტერნეტის და სოციალური ქსელების ეპოქაში, ასე იოლად ვერ შეძლებენ ბოტებით და ტროლებით საზოგადოების დისორიენტაციას, დღეს იოლი აღარაა (მაშინაც კი როცა ამ საკითხში დახელოვნებული მტრის სპეც სამსახურები გიმაგრებს ზურგს) მითები ფაქტებად და სიმართლედ გაასაღო. ტერმინალის შემთხვევაშიც ასე მოხდა, ადამიანები ვინც დასაწყისში მათ მიერ შეთხზული მითების გულწრფელად ირწმუნა, მალევე მიხვდნენ ვისთან და რა ძალებთან ქონდათ საქმე სიახლოვეს აღარ გაეკარნენ.
მათი ბოლო დღის შუქზე გამოსვლის ინსპირაცია ალბად მაინც მსოფლიო მედიის მიერ ტერმინალის მშენებლობის შეფასებები იყო. ამერიკული ცნობილი გამოცემის ,,ფორბსი”- ის მიერ,ტერმინალზე და ამერიკელ ინვესტორებზე მომზადებული მასალა ცხადია მათ სიმშვიდეს ნამდვილად დააღღვევდა. სტატიაში ხომ ავტორი ბაქოს და ბათუმის რეგიონის მაშტაბით განსაკუთრებულ როლზე საუბრობს, ასევე ამერიკულ ინვესტიციაზე როგორც გამოცემა წერს: ,,ტრამო” ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული კომპანიაა, რომელიც დაარსდა 1965 წელს და დღეის მონაცემებით დაახლოებით 450 თანამშრომელს ითვლის, ხოლო 2011 წელს, ხუთას დიდ კერძო ამერიკულ კომპანიებს შორის 34 ადგილზე იყო დასახელებული”
მათდა სამწუხაროდ მოსკოვის როლზე არაფერი ეწერა სტატიაში და ალბად ეს აღმოჩნდა ტერმინალზე მათი მორიგი შეტევის მოტივაცია.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატის შტაბი დაცხრილეს
შემდეგი სტატიაახლა ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი და სევდიანი ამბის დასასრულია