„რეზო ამაშუკელმა მითხრა, რუსეთის ძუძებს ვწოვდით. ერთიდან „სგუშჩონი მალაკო“ მოდიოდა და მეორედან – „შიკოლადიო“


მსოფლიოში ცნობილი კვლევითი ინსტიტუტები აცხადებენ, რომ ბოლო დროს საქართველოში რუსული გავლენები გაიზარდა და ეს გავლენა განსაკუთრებით ამა თუ იმ მედიასაშაულებაში იგრძნობა. მაგალითად, ვინმე დ. მხეიძე „საქართველოსა და მსოფლიოში“ წერს: „რუსეთმა გადაგვარჩინა ფიზიკურ განადგურებას, შეგვინარჩუნა მართლმადიდებლობა (ახლა არ მითხრათ, ფრესკები შეგვითეთრაო), რაც იმავე ქართველობის შენარჩუნება იყო, დაგვიბრუნა თითქმის სამუდამოდ დაკარგული სამცხე-ჯავახეთი და აჭარა. რუსეთის ცარისტულ იმპერიაში ხალხმა წერა-კითხვა ისწავლა, გამოვიდა პირველი ქართული გაზეთი, შეიქმნა ქართული თეატრი, 60-იანელმა თერგდალეულებმა მიიღეს ევროპული განათლება მოსკოვის, პეტერბურგის, ოდესის უნივერსიტეტებში და ა.შ. აღარაფერს ვიტყვი საბჭოთა იმპერიაზე, სადაც ქართველები 70 წელიწადი „უდელნი კნიაზებივით“ ვცხოვრობდით“.

ამასთან ერთად, რუსული პროპაგანდის ნაწილად შეიძლება ჩაითვალოს ზოგიერთი შემოქმედის საჯარო გამოსვლებიც. მაგალითად, პოეტი რეზო ამაშუკელი ერთ-ერთ ბოლო საგაზეთო ინტერვიუში პირდაპირ აცხადებს, რომ აფხაზეთი სამუდამოდ დაკარგულია. ამას გარდა, პრესაში ვრცელდება ინფორაცია, რომ ამაშუკელმა 1978 წელს გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“ ეროვნული მოძრაობის ლიდერებზე – მერაბ კოსტავაზე და ზვიად გამსახურდიაზე წერილი გამოაქვეყნა. ამ წერილს „ღამურები“ ერქვა და მასში ნათქვამი იყო, რომ კოსტავა და გამსახურდია სოციალისტურ სამშობლოს „ამერიკის ხმასთან“ და „რადიო თავისუფლებასთან“ ლანძღავენო. ამ წერილის საპასუხოდ დისიდენტებმა ამაშუკელს ლექსი მიუძღვნეს:

„სხვის სამრეკლოზე შეკიდულო, მართლაც, ღამურა,

შურმა და მტრობამ შენი გული სულ მთლად გამურა,

ამხანაგები დააბეზღე მდივნობის ეშხით,

მაგ სავარძელში დღეს იხრწნება ეგ შენი ლეში!

გეგონა ლექსი გქონდა გულის ამაჩუყელი,

გმოს შენს საქციელს ყველა ნაღდი ამაშუკელი!“

ამაშუკელს და მხეიძეს მჭიდრო კომუნიკაცია რომ აკავშირებთ, ჟურნალ „სარკეში“ გამოქვეყნებული მათი ფოტოც ადასტურებს. ამას გარდა, მხეიძე ამაშუკელს ცოცხალთა შორის ერთადერთ დიდ პოეტს უწოდებს და პირად საუბარში ამაშუკელის ნათქვამ სიტყვებს იხსენებს: „200 წელიწადი რუსეთის ძუძებს ვწოვდით. ერთიდან „სგუშჩონი მალაკო“ მოდიოდა და მეორედან – „შიკოლადი“…

 

banner
წინა სტატიაში„ოცნების“ სკანდალური კვლევა – რატომ ცვლის ბურჯანაძე მერობის კანდიდატს
შემდეგი სტატიაბარსელონას ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო