რუსული პოპ-ჯგუფი «Ласковый май» საქართველოში გამოსვლებზე სამუდამოდ ამბობს უარს

საბჭოთა და რუსული პოპ-ჯგუფი «Ласковый май» საქართველოში გამოსვლებზე სამუდამოდ ამბობს უარს – 8 ივლისს მუსიკალური კოლექტივის პროდიუსერმა ანდრეი რეზინმა “ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე გაავრცელა – რუსული მედია წერს. მან სხვა რუს არტისტებსაც მოუწოდა უარი თქვან საქართველოში გასტროლებზე “სანამ ეს არამზადები დედამიწაზე დადიან”- ამის მიზეზი “რუსთავი-2”-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას გუშინდელი გამოსვლა გახდა, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინს უხამსი სიტყვებით მიმართა. რეზინმა მას “ჯოჯოხეთში დაწვა და ძაღლივით სიკვდილი” უსურვა.

banner
წინა სტატიაშიდღეს რუსთაველზე წყდება, ვის ეკუთვნის ეს ქვეყანა – ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები 19:00 საათზე პარლამენტის წინ მივლენ
შემდეგი სტატიაპარლამენტთან ლგბტ თემის დროშით დრონმა გადაიფრინა