რუსული ,,ფე-ეს-ბე,, ისევ ქართველ არალეგალთა დეპორტაციაზე გადადის… (VIDEO)

რუსული საინფორმაციო სააგენტო ,,მეგა-ურალის,, ცნობით, ურალში, ჩელიაბინსკის ოლქში ,,ფე-ეს-ბეს,, თანამშრომლებმა კრიმინალური დაჯგუფების წევრი ქართველი არალეგალი დააკავეს…

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული არალეგალი საქართველოს მოქალაქე, რომლის ვინაობაც არ სახელდება, 2009 წელს 5 წლიანი ვადით რუსეთიდან დეპორტირებულიქნა სამშობლოში… თუმცა ის, ამ ვადის გასვლის შემდეგ, 2014 წელს ისევ დაბრუნდა რუსეთში და არალეგალურ, უკანონო ცხოვრებასთან ერთად, ეთნიკური კრიმინალური დაჯგუფების ფარგლებში არალეგალული აზარტული სათამაშო ბიზნესითაც იყო დაკავებული, რის გამოც მას რუსეთის სასამართლომ 2000 რუბლიანი ჯარიმა დააკისრა და კვლავ გამოაძევა რუსეთიდან

FULIაღსანიშნავია, რომ რუსულ საიტზე განთავსებულ ინფორმაციას თან ახლავს ვიდეოც, სადაც ასახულია ქართველი არალეგალის დაკავების, ჩხრეკისა და დაკითხვის გარკვეული ეპიზოდები, რომლის ანალიზიდან შეიძლება რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია ამოვიკითხოთ… კერძოდ, ქართველი არალეგალის დაკავება ხდება  ბნელ სარდაფში რამდენიმე პირთან ერთად.. სარდაფი ძალიან გავს საცხოვრებელი კორპუსის სარდაფს, სადაც კორპუსის ბინებში მაცხოვრებელი ადამიანები საცხოვრებელ ფართზე განსათავსაბლად მიუღებელ და  ძველ ნივთებს ინახავენ…   ვიდეოში ასევე ჩანს, რომ სარდაფში ძველი საოჯახო ნივთებია… სხავადასხვა ძველი  ავეჯი, დაჩეხილი შეშის გარკვეული რაოდენობა, ძველი სკამები და მაგიდა, რომელზეც ბანქოს კარტებია დაყრილი, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ დაკავებამდე ისინი იქ სავარაუდოდ ბანქოს თამაშობდნენ…

TELEFONIსაყურადღებოა ის ფაქტი, რომ ვითომდა არალეგალური სათამაშო ბიზნესის წარმოადგენლებს, რომლებიც ამ  ბნელ სოროში ბანქოს თითქოს ფულზე თამაშობდნენ,  იქვე ჩატარებული ჩხრეკის დროს მხოლოდ 2 ცალი, დაბალი ნომინალის რუსული ქაღალდის ფული, რამდენიმე ხურდა ფულის რკინის მონეტა და იაფფასიანი მობილური ტელეფონები აღმოაჩნდათ, რაც წარმოდგენილ ვიდეოში კარგად ჩანს!!! ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი, თითქოსდა უკანონო აზარტული თამაშის სხვა მონაწილეებზე..

VAZNEBIრაც შეეხება ვიდეოს მეორე ნაწილს, რომელიც როგორც ჩანს ქართველი არალეგალის მასპინძლის საცხოვრებელ ბინაზეა გადაღებული, რუსული სპეცსამსახურების წარმოადგენლები ტახტის ქვეშ სანადირო თოფის ვაზნებს აღმოაჩენენ და სავარაუდოდ ბინის მეპატრონეს, თოფის წარმოდგენას სთხოვენ, რაზეც პიროვნება, რომლის სახეც კადრში არ ჩანს, აცხადებს, რომ მას არც თოფი ჰქონია და არც ეს ვაზნებია მისი… ვიდეოს ბოლო ნაწილში კი, დაკავებულ ქართველ არალეგალ ემიგრანტს სპეცსამსახურის წარმომადგენლები, ეროვნებას, რუსეთში ჩასვლის დროსა და მიზანს ეკითხებიან, რაზეც დაკავებული პასუხობს, რომ ის ქართველია, რუსეთში კი – 2014 წელს ჩავიდა, რადგამ მას იქ – ცოლი და შვილი ჰყავს.

ზემოაღნიშნული ვიდეოს ზერელე ანალიზიდან და იმ სასჯელიდან, რომელიც კრიმინალად გამოცხადებულ ქართველ ემიგრანტს 40 დოლარიანი ჯარიმისა და დეპორტაციის სახით დააკისრა რუსულმა სასამართლომ, კარგად ჩანს, რომ საქმე გვაქვს არა რუსული სპეცსამსახურების მხრიდან ქართველი კრიმინალის გამოვლენაზე, არამედ ცოლ-შვილთან ყოფნის სურვილით უცხო ქვეყანაში ჩასული სავიზო რეჟიმის მსხვერპლის მიმართ, ამ ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დევნის ბანალურ ისტორიასთან.

,,თაიმერი,, შეეცდება, რომ ამ ისტორიის გმირი, დეპორტირებული ქართველი, საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოძებნოს და მისი ისტორია, მისივე ნაამბობიდან გააცნოს მკითხველს.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაში73 წლის ჯოზეფ ბაიდენს ბარაკ ობამა დაბადების დღეს ულოცავს
შემდეგი სტატიათბილისში ე.წ.კანონიერი ქურდი დააკავეს