“რუსული ოცნება შაპიტოს ცირკიც აღარ ხართ” – შაიშმელაშვილის პასუხი მოსამართლეს

რუსული ოცნება შაპიტოს ცირკიც აღარ ხართ – ასე პასუხობს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებას გდდ-ს ყოფილ მარალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი ვისაც დღეს სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის უფლება არ მისცეს.

მეც მხოლოდ ეს უნდა მეკითხა: რატომ ვარ ძებნილი, ან რის გამო მასამართლებენ?! – დაწერა ყოფილმა მაღალჩინოსანმა.

მოსამართლემ უარი განაცხადა ჩემი სასამართლო სხდომაზე დასწრებაზე, არგუმენტით: “ძებნილია და ამიტომ არ ჩავრთავთო”.

მეც მხოლოდ ეს უნდა მეკითხა: რატომ ვარ ძებნილი, ან რის გამო მასამართლებენ?!

#რუსულიოცნება შაპიტოს ცირკიც აღარ ხართ”- თქვა შაიშმელაშვილმა.

გდდ-ს ყოფილი მაღალჩნოსანი საქართველში არ იმყოფება. მოსამართლე ხუსკივაძემ თქვა, რომ თუ ყოფილ მაღალჩინოსანს პროცესში მონაწილეობა სურს, მაშინ ის საქართველოში უნდა ჩამოვიდეს.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქალაქო სასამართლოშ ამ წუთებში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებსი პროცესი მიმდინარეობს. განსასჯელის სკამზე სხედან მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი.
პროცესს არ ესწრება მსოფლიო ბანი. ადვოკატის თქმით, პაატა ბურჭულაძეს “ფარსში მონაწილეობის სურვილი არ ჰქონდა”.

ადვოკატები დღევანდელ პროცესზე აპირებენ, რომ კამერებსი დაშვება მოითხოვონ და ირაკლი ხუსკივაძეს აღნიშნული შუამდგომლობით მიმართონ.

banner
წინა სტატიაში“მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით” – მურთაზ ზოდელავა
შემდეგი სტატია“არავისთვის მიღალატია, რადგან არაფერი ვიცოდი და ახლა საკანში მშვიდად მძინავს” – პაატა მანჯგალაძე