“რუსული ოცნება” ყველაფერს უკუღმა კითხულობს და ევროკავშირის ანგარიშიც არ წარმოადგენს გამონაკლისს – ანგარიში ძალიან კრიტიკული და მძიმეა – ბოკუჩავა

“რუსული ოცნება” ყველაფერს უკუღმა კითხულობს და ევროკავშირის ანგარიშიც ამ თვალსაზრისით, არ წარმოადგენს გამონაკლისს – ანგარიში არის ძალიან კრიტიკული და მძიმე , – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც ევროკავშირის ანგარიშს და მასზე “ქართული ოცნების” ლიდერების შეფასებებს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ანგარიშში სწორედ ის საკითხებია პრობლემურად დასახელებული, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს განსაზღვრული აქვს რეკომენდაციები, რომ სტატუსი მიიღოს.

“სერიოზული პრობლემებია მართლმსაჯულების სისტემაში, კორუფციის მიმართულებით და ინსტიტუციების დამოუკიდებლობის თვალსაზრისით. ეს არის, მათ შორის, ის მოთხოვნები, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს უყენებს, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და წარმატებით გავაგრძელოთ სხვა ევროინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლების რიტორიკა სრულ თანხვედრაშია კრემლის რიტორიკასთან – გეგელია
შემდეგი სტატიაფოთში 76 წლის კაცი ზღვაში დაიხრჩო