რუსული ნავთობის იმპორტის 2/3 აიკრძალება და SWIFT-დან “სბერბანკი” დაიბლოკება – სანქციების ახალი პაკეტი

ვროკავშირის ლიდერები საგანგებო სამიტზე შეთანხმდნენ ემბარგოს დაწესებაზე რუსული ნავთობის იმპორტზე პორტების გავლით და რუსეთის უმსხვილესი ბანკის Sberbank-ის გათიშვაზე SWIFT-ის სისტემიდან, განაცხადა ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა, გვიან ევროკავშირის სამიტის შეხვედრის შემდეგ.

გარდა ამისა, მისი თქმით, ევროკავშირი აკრძალავს კიდევ სამ რუსულ სახელმწიფო მედიას მის ტერიტორიაზე.

“სანქციების ეს პაკეტი მოიცავს სხვა მკაცრ ზომებს: რუსეთის უმსხვილესი ბანკის Sberbank-ის SWIFT-დან გამორთვა, კიდევ სამი რუსული სახელმწიფო მაუწყებლის აკრძალვა და სანქციები დაწესება უკრაინაში ომის დანაშაულებებზე პასუხისმგებელ პირებზე”, – დაწერა მან “ტვიტერზე”.

იმპორტი საზღვაო გზით, პორტების გავლით, შეადგენს ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ორ მესამედს, რომელსაც რუსეთი ყიდის ევროკავშირის ქვეყნებში. დარჩენილი მესამედი გადის მილსადენზე და ამ ტიპის იმპორტის აკრძალვას ეწინააღმდეგებოდა უნგრეთი, რომელიც მასზე დიდად არის დამოკიდებული.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც იყო სანქციების მეექვსე რაუნდის ინიციატორი, ორშაბათს საღამოს განაცხადა, რომ ევროკავშირი იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე რუსეთიდან ნავთობის იმპორტის 90%-ზე უარს იტყვის.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქმა ქრისტეს ყოვლადწმინდა საფლავის რაინდის ორდენითა და მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა
შემდეგი სტატიაევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს განაცხადების საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდება