27.1 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

რუსული მონიტორინგის ჯგუფი: ამერიკულმა თვითმფრინავმა რუსეთის დაზვერვა საქართველოს საჰაერო სივრციდან განახორციელა

ამერიკულმა თვითმფრინავმა რუსეთის დაზვერვა საქართველოს საჰაერო სივრციდან განახორციელა.

ინფორმაციას მონიტორინგის ჯგუფი Крымский ветер ტელეგრამ არხზე ავრცელებს.

Flightradar-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მონიტორინგის ჯგუფი წერს, რომ აშშ-ის რადიოელექტრონული დაზვერვის თვითმფრინავი Bombardier ARTEMIS II რუმინეთის „მიხაილ კოგელნიჩანუს“ აეროდრომიდან აფრინდა და თავდაპირველად შავი ზღვის აკვატორიის თავზე, ჩვეული ტრაექტორიით ჩაატარა სადაზვერვო ფრენა. ამის შემდეგ ბორტმა პატრულირება საქართველოს საჰაერო სივრცეში განაგრძო.

,,ARTEMIS II-ის სადაზვერვო საშუალებების მოქმედების რადიუსი 600 კილომეტრამდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეეძლო რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ რადიოლოკაციურ სადგურებსა და კავშირგაბმულობის საშუალებებზე დაკვირვება ასტრახანამდე და ელისტამდე, ასევე მთელ სტავროპოლის მხარესა და კასპიის ზღვის თითქმის მთელ აკვატორიაზე. არანაკლებ საინტერესოა ჩრდილოეთ ირანის დაზვერვაც — ქალაქ მეჰაბადამდე და რეშტამდე”, – წერს Крымский ветер.

ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.

banner
წინა სტატიაში26 მაისს დაგეგმილ ოპოზიციის ალიანსის საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
შემდეგი სტატიამარკო რუბიო: ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, ჰორმუზის სრუტე გადასახადის გარეშე უნდა გაიხსნას