რუსული მხარის შეტევამ ოდესაში მდებარე პორტებში თურქეთის საკუთრებაში არსებული სამი გემი დააზიანა

რუსული მხარის შეტევამ ოდესაში მდებარე პორტებში თურქეთის საკუთრებაში არსებული სამი გემი დააზიანა. ამის შესახებ უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა „როიტერს“ განუცხადა.

თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც აღნიშნა, რომ იერიშებს არანაირი სამხედრო მიზანი არ ჰქონდა.

„ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ რუსები არა მხოლოდ უარს ამბობენ დიპლომატიის ამჟამინდელი შესაძლებლობის სერიოზულად აღქმაზე, არამედ განაგრძობენ ომს, რომელიც უკრაინაში ნორმალური ცხოვრების მოსპობისკენ არის მიმართული“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

მისივე თქმით, ასეთ გარემოებებში მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ შეინარჩუნოს სწორი მორალური პოზიცია.

„აუცილებელია, მოსკოვში შეწყდეს ომის წარმოების სურვილი. ეს მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, როგორ უპასუხებს მსოფლიო რუსეთის ქმედებებს. მადლობელი ვარ ყველას, ვინც უკრაინის გვერდით დგას. მადლობა ყველას, ვინც განაგრძობს რუსეთზე ზეწოლას ნამდვილი მშვიდობის მისაღწევად“, – წერს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშიკაია კალასი: “ევროკავშირმა რუსული აქტივების უვადოდ გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო”
შემდეგი სტატია“ევროკავშირის ლიდერებმა ოქტომბერში აიღეს ვალდებულება, რომ რუსული აქტივები გაყინული იქნებოდა, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს ომს და არ აანაზღაურებს ზიანს” – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი