რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინის შეტევას კურსკში 17 ადამიანი ემსხვერპლა

კურსკის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას რუსული მედია სამედიცინო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბოლო მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. 140-ზე მეტი დაშავებულიდან 75 ჰოსპიტალიზებულია, მათ შორის 4 ბავშვი“, – განაცხადა წყარომ მედიასთან საუბრისას.

ცნობისთვის, 12 აგვისტოს რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს განუცხადა, რომ კურსკის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 121 დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიGeorgian Airways-ი ფრენებს თბილისი-ნოვოსიბირსკს შორისაც იწყებს
შემდეგი სტატიამელია – 26 ოქტომბერს ხელისუფლება უნდა დავამარცხოთ და მოვაწყოთ ზეიმი