21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

რუსული მხარის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ მოსკოვთან 25 დრონი მოიგერია

მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი სოციალურ ქსელში წერს, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვთან მიახლოებისას კიდევ სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

მისი ინფორმაციით, დღეს დილიდან, საერთო ჯამში, მოსკოვის მიმართულებით მფრინავი 25 დრონი მოიგერიეს.

უკრაინის მხრიდან დრონებით თავდასხმას რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვიც გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსეთი ყველა საჭირო ზომას იღებს თავდასხმების შედეგების აღმოსაფხვრელად.

ამასთან, მისი განცხადებით, გუშინ მოსკოვზე დრონებით განხორციელებული თავდასხმა ყველაზე მასშტაბური იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში.

„შედეგების ლიკვიდაციისთვის შესაბამისი ზომების მიღება ხდება”, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაში“ტექნიკური შეცდომა მოხდა, სასჯელი 5 წელია”- ადვოკატის თქმით, მოსამართლემ ია დარახველიძის განაჩენი შეცვალა
შემდეგი სტატიასაპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორისთვის წარსადგენი რეკომენდაციები შეიმუშავა