რუსული მხარის ცნობით, ცნობილი პროპაგანდისტი, ევგენი პოდდუბნი კურსკში დაიჭრა და სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს

რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერი, რუსეთის სახელმწიფო ტელერადიო კომპანიის (ВГТРК ) კორესპონდენტი, ევგენი პოდდუბნი დაიჭრა კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებების შედეგად. ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ ის კურსკიდან მოსკოვში გადაიყვანეს მკურნალობის გასაგრძელებდად.

თავდავპირველად გავრცელდა ცნობები, რომ პოდდუბნი დაიღუპა.

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც განაცხადა, რომ სამხედრო ბლოგერი და კიდევ 8 დაშავებული სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორისაა ორი ბავშვი. სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ პოდუბნის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიჩიქოვანი – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ შეძლო თავი აერიდებინა ომისთვის – დღესაც რომ ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, ომის ქარცეცხლში ვიქნებოდით გახვეული
შემდეგი სტატიამანჯგალაძე – დღეს მსოფლიოში, „ქართული ოცნების“ გარდა, უკვე არავინ აყენებს ეჭვქვეშ, რომ რუსეთი აგრესორია და ჩაიდინა ომის დანაშაული