რუსული მხარე კმაყოფილია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომ 8–12 აგვისტოს საომარი პერიოდის შეფასება, მათი კომპეტენციის გარეთაა

რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ეხმაურება სტრასბურგის დღევანდელ გადაწყვეტილებას 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

რუსული მხარე კმაყოფილია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომ 8–12 აგვისტოს საომარი პერიოდის შეფასება, მათი კომპეტენციის გარეთაა. ხოლო 12 აგვისტოს შემდგომ გადაწყვეტილებას, რა ნაწილშიც საქართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა, რუსეთი არ ეთანხმება.

“12 წლიანი დაკვირვების შემდეგ, ადამიანის უფლებათა სასამართლო, მივიდა დასკვნამდე, რომ რუსეთის ფედერაციას, არ შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა, ადამიანის უფლებათა კონვენციით, იმისთვის, რომ ქართული არმია დაესხა თავს, რუს სამშვიდობოებს და ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას 8–12 აგვისტოს. ასევე, სასამართლო, არ დაეთახნმა ქართული მხარის მტკიცებას, რომ რუსული სამშივდობო ძალები, ქართული მხარის თავდასხმამდე, დაესხნენ თავს სამხრეთ ოსეთის ტერეტორიას 2008 წლის 7 აგვისტოს,”– ნათქვამია რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში

როგორც, რუსეთის იუსტიციის სამინისტრო წერს – ქართული მხარე წარუმატებლად ცდილობდა, იმის დამტკიცებას, რომ ადამიანის უფლებათა კონვენცია, შეიძლება გავრცელდეს არა მარტო მშვიდობის პირობებში, არამედ საომარი ვითარების დროსაც.

“ჩვენ გამოგვივიდა, დაგვემტკიცებინა, სასამართლოსთვის, რომ 2008 წლის 8–12 აგვისტოს, რუსული შეიარაღებული ძალების სამხრეთ ოსეთში მოქმედებების შეფასება, მათი კომპეტენციის ფარგლებს ცდება” – თქვა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა

რაც შეეხება, 12 აგვისტოს შემდგომი პერიოდის შესახებ, სტრასბურგის გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს სარჩელს აკმაყოფილებს, რუსული მხარე ამას არ ეთანხმება.

“რუსეთის იუსტიციის მინისტრი არ ეთანხმება, სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც რუსულ მხარეს აკისრებს პასუხისმგებლობას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერეტორიაზე 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ მომხდარ მოვლენებზე, იმიტომ რომ რუსი ჯარისკაცების პირდაპირი ჩარევა ამ პერიოდში არ დასტურდება.” – ნათქვამია რუსეთის იუსტიციის გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ვირუსის ბლოკატორები