რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინული ავიაციის ორი ჭურვი ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე მოხვდა

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ უკრაინულ თვითმფრინავს ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე შეღწევის საშუალებას არ მისცა, ორი ჭურვი მოხვდა დასახლებაში, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ბოგომაზმა განაცხადა.

“დღეს დილით, 06:50 საათზე, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა აღმოაჩინეს უკრაინის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავი. რუსეთის ტერიტორიაზე ობიექტის შეღწევის აღკვეთის მიზნით მოქმედებების შესრულებისას ორი ჭურვი დასახლებულ პუნქტ ჟეჩაში მოხვდა,“- განაცხადა გუბერნატორმა.

მისივე თქმით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„აფეთქების ტალღამ ნავთობტერმინალის ტექნოლოგიური შენობები დააზიანა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები,“- აღნიშნა გუბერნატორმა.

banner
წინა სტატიაშიიზიუმში დაღუპული ქართველი მებრძოლის ვინაობა ცნობილია
შემდეგი სტატიამოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპის ბედი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დასრულდება ეს ომი